AML მენეჯერი

აღწერა

"HR Center"-ის პარტნიორი, "FinTech" კომპანია აცხადებს ვაკანსიას AML მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა კონტროლის, წესების და პროცედურების შემუშავება; ** შიდა დოკუმენტის მიხედვით ინსტრუქციის შემუშავება; ** თანამშრომლებისთვის შემუშავებული ინსტრუქციისა და პოლიტიკა პროცედურების დოკუმენტის გაცნობა / ტრენინგი; ** ეროვნული ბანკის ანგარიშგებების მომზადება; ** საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაციების შესრულება და მონიტორინგი; ** მარეგულირებელი ორგანოებთან კომუნიკაცია და კორესპონდენცია; ** მომხმარებლებისა და მათ მიერ შესრულებული ოპერაციების შესწავლა, დამუშავება, საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენა და ანგარიშგება. აუცილებელი მოთხოვნები: ** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში/AML-ის მიმართულებით; ** უმაღლესი განათლება; ** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით; ** AML/CFT რეგულაციებისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, წესებისა და ნორმატიული აქტების ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Excel, PowerPoint); ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; ** საკანონმდებლო მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება. სასურველი უნარები და თვისებები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა; ** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა. სამუშაო პირობები & ძირითადი ბენეფიტები: ** ანაზღაურება: 2000₾ ნეტი (სამი თვის შემდეგ 2500₾ ნეტი) ** გრაფიკი: კვირა-ხუთშაბათი 10:00-18:00 ** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები ** სასიამოვნო სამუშაო გარემო ** მეგობრული & ლოიალური გუნდი ** ტრენინგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსება თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: [email protected] subject-ში კი აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - AML მენეჯერი. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

AML მმართველი
კრედიტსერვისი+
თბილისი 5000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


HR Center
დედლაინი
3 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო